ჯენიფერ ლაურენსი ამერიკულმა "ვოგმა" სექტემბრის ნომრის გარეკანისთვის გადაიღო. ოსკაროსანმა მსახიობმა ცნობილი გამოცემის ინტერვიუში პირად ურთიერთობაზე გულწრფელად ისაუბრა.
ჟურნალმა ყდისთვის ვარსკვლავის ფოტოს 4 ვარიანტი გამოაქვეყნა - 4 ცნობილი ფოტოგრაფი გარეკნის ფოტოს გადაღებაში შეეჯიბრა. ამას გარდა, ჯენიფერის სრული ფოტოსესიის ფოტოები საკმაოდ მიმზიდველი, ელეგანტური და შთამბეჭდავი გამოვიდა.