მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი სუპერმოდელი ეშლი გრემი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წარმატებული სახეა, ის შარშანდელ Met Ball-ის წვეულებაზე იმიტომ არ გამოცხადდა, რომ მისი ჩაცმა არავინ ისურვა. იმის გამო, რომ ეშლი plus-size მოდელია, დიზაინერებს მის მიმართ უხეში დამოკიდებულება ჰქონდათ, ამის შესსახებ კი ცნობილმა მოდელმა New York Magazine-ს განუცხადა. ახლა, გრემის ინსტაგრამ გევრდზე მიმდევართა რაოდენობა საოცარი სისწრაფით იზრდება და მოდის ინდუსტრიაშიც მისი მეშვეობით გარკვეული სტერეოტიპები დაიმსხვრა. წარმოგიდგენთ 5 ვარსკვლავს, რომლებსაც წითელ ხალიჩაზე გამოჩენისას სამოსზე პრობლემა შეექმნათ:
#1 ეშლი გრემი
წინა წელს როგორც იქნა, გოგონა "ოსკარზე" მიმზიდველი კაბით წარსდგა, თუმცა აღიარა, რომ ეს მაინც საკუთარი შრომის ფასად დაუჯდა.
#2 ოქტავია სპენსერი
ოსკაროსან მსახიობს 2012 წლის "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებისთვის იმ დიზაინერის პოვნა გაუჭირდა, ვინც მის ჩაცმაზე იზრუნებდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ღამით იგი ნომინირებული იყო: "უბრალოდ დაბალი პუტკუნა გოგონა ვარ. ჩემთვის კაბის პოვნა სირთულეს წარმოადგენს. ეს მართლაც ტანჯვაა და ამიტომაც დიზაინერებს ჩემთან თანამშრომლობა არ უნდათ."
#3 ბიონსე
ახლა ბიონსესთვის ჩაცმა ყველასთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა როგორც მომღერალი იხსენებს, ფილმ Destiny's Child-ის გადაღებებისას ბევრ მდიდრულ ბენდს არ სურდა მისთვის კაბა შეეკერა: "იმ პერიოდში, მაღალი მოდის ხაზებს სურვილი არ ჰქონდათ, რომ 4 ფერადკანიანი გოგონასათვის ჩაეცვათ. ჩვენ კიდევ ჯერ მაგდენის შესაძლებლობა არ გვქონდა. ერთ დროს დედაჩემს ნიუ-იორკის ყველა მოდური შოურუმიდან რიყავდნენ, თუმცა მან თავისი ნიჭი და კრეატიულობა გამოიყენა, რომ შვილების ოცნებები აეხდინა."
#4 ქლოე კარდაშიანი
"ვფიქრობ მოდის ინდუსტრიაში მაშინ შემნიშნეს და ადამიანებმაც ყურადღება მაშინ მომაქციეს, როცა წონაში დავიკელი. გადაღებებზეც კი მე ტანისამოსის არჩევანი არ მქონდა. ყურადღებას ყოველთვის კიმს და კორტნის აქცევდნენ. სტილისტებს ჩემთან ბევრი სამუშაო ჰქონდათ ან საერთოდაც არ მოეპოვებოდათ ჩემი ზომის სამოსი და თავსატეხს წარმოვადგენდი. ასეთი დიდიც ნამდვილად არ ვყოფილვარ!"
#5 მელისა მაკარტნი
ფილმ Bridesmaids-ის გამო, მელისამ ოსკარზე ნომინაცია მიიღო, მაგრამ მსახიობმა დიზაინერი ვერ იპოვნა, რათა მისი კაბით წარდგარიყო წვეულებაზე: "2012 წლის ოსკარზე ჩემი ჩაცმა არავის სურდა. 5-6 დიზაინერს ვთხოვე, რომლებიც ადამიანებისთვის ბევრ კაბას ქმნიან და ყველამ უარით გამისტუმრა". მოგვიანებით მაკარტნიმ საკუთარი მოდის ხაზი შექმნა სახელად: "იგრძენით თავი კარგად საკუთარ სხეულში".