ბრენდ KITH-ისა და კომპანია "კოკა-კოლას" კოლაბორაცია ტანისამოსის კოლექციას წარმოგვიდგენს. მასში წარმოდგენილია მაისურები, საცურაო კოსტიუმები, ქუდები, შორტები, ბევრი სახის ფეხსაცმელი და მათ შორის სერფინგისთვის განკუთვნილი დაფებიც.

კოლექციაში გვხვდება "კონვერსის" საკულტო ბოტასების ახლებური ვარიანტიც.



კოლექციის მთავარი ფერებია: წითელი, ლურჯი და თეთრი.


.jpg)
გარდა ტანისამოსისა, კოლექციაში სერფინგის დაფები და სანაპიროსთვის განკუთვნილი პირსახოცებიც გვხვდება. ნივთები 11 აგვისტოდან ოფიციალურ საიტზე გაიყიდება.






