The Weeknd-მა თავისი პირველი კოლექცია Puma-სთვის შექმნა. მომღერლის და ახლა უკვე დიზაინერის მთავარ სიამაყედ ბრენდული ბოტასები სახელწოდებით Parallel იქცა, რომლის საფუძველზეც იქმნდება ტანსაცმლისა და აქსესუარების მთლიანი ხაზი.
The Weeknd ფერების ეიფორიაში არ ჩავარდნილა და სამ სადა ფერზე - ყავისფერზე, თეთრზე და ნაცრისფერზე კონცენტრირდა. ფეხსაცმლის სილუეტი და თასმები სამხედრო სტილშია გაკეთებული - ასეთ ფეხსაცმელში ცივი ზამთრის გატარებაც კი შესაძლებელია. მომღერალი გამოტყდა, რომ ოცნებობს ყველა ადამიანს მისი ფეხსაცმელი ეცვას.
Parallel-ის პარალელურად მუსიკოსმა ჯინსის ქურთუკის, შარვლებისა და მაისურების დიზაინიც შეიმუშავა.