29 წლის რიანამ ბარბადოსზე გამართული საკარნავალო დღესასწაულისთვის იმიჯის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა და წაბლისფერი თმა ღია ცისფერი თმით შეცვალა. ცოტა ხნის წინ, კინოეკრანებზე ლიუკ ბესონის ფანტასტიკური ჟანრის ფილმი "ვალერიანი" გამოვიდა, სადაც მომღერალს ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს. სწორედ ფილმის პრეს-ღონისძიებების შემდეგ ეწვია რიანა მშობლიურ ქალაქს.
მომღერალი კარნავალის საყოველთაო მსვლელობაში ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას, თუმცა მისი იმიჯი რადიკალურად განსხვავდება წინა წლებისგან. გარდა იმისა, რომ მომღერალმა წონაში მოიმატა და თმის ფერი შეიცვალა, კოსტიუმიც უფრო მეტად შთამბეჭდავი აარჩია.