Business of Fashion-მა 2017 წელს ყველაზე გაყიდვადი მოდური ბრენდების რეიტინგი გამოავლინა, რომელშიც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაც მოხვდა. დემნამ სიის ორი მოწინავე პოზიცია დაიკავა (№3 და №4): ფრანგული ბრენდის Balenciaga-ს ხელმძღვანელობით, და საკუთარი ბრენდით Vetements-ით.
სიის ლიდერი Gucci გახდა, რომლის წარმატებასაც ექსპერტები ახალგაზრდებზე გათვლილ კოლექციებს მიაწერენ. ბრენდი აქტიურად იყენებს ფანტასტიკური ჟანრის ვიზუალებს. სამეულში ბრენდს კომპანიონობას Yeezy და Balenciaga უწევენ. ხოლო მათ რიგითობის მიხედვით მოჰყვებიან: Vetements, Givenchy, Valentino, Y-3, Prada, Nike და Fendi.
#1 Gucci
ბრენდის ნაწარმის მყიდველთა 50% მილენიალების თაობის წარმომადგენლები არიან და "გუჩიც" ციფრული გზით განვითარებას ცდილობს.
#2 Yeezy
"ადიდასის" საინტერესო სტრატეგია წარმატებულად აისახა ამ ბრენდში.
#3 Balenciaga
დემნა გვასალიას განსაკუთრებული ხედვა ფრანგულ ბრენდში.
#4 Vetements
ქუჩის ჩაცმულობის საუკეთესო ბრენდი დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით, ახალი კლიენტებს გლობალური კოლაბორაციებით იძენს.
#5 Givenchy
ბრენდი ჯენერ-კარდაშიანების გულშემატკივრებში იხვეჭს სპოპულარობას და გროტესკული სილამაზით ხასიათდება.
#6 Valentino
ბრენდი ყველა ასაკისა და ნაციონალობის კლიენტებს იზიდავს.
#7 Y-3
#8 Prada
ბრენდი ათეულს მიუსია პრადას კრეატიული ნაბიჯების მეშვეობით დაუბრუნდა.
#9 Nike
#10 Fendi