Kent & Curwen-ის მამაკაცის სამოსის სარეკლამო კამპანიისთვის მიმზიდველი და კლასიკური კოსტიუმები დევიდ ბექჰემმა მოისინჯა. ყოფილი ფეხბურთელი შავ-თეთრ ფოტოებზე საუცხოოდ გამოიყურება. 42 წლის დევიდი შემოდგომა/ზამთრის კოლექციას სერიოზული იმიჯით ირგებს. ბექჰემს სამოდელო სფეროში უკვე დიდი ხნის გამოცდილება აქვს, მის ფოტოსესიებში განსაკუთრებით ბრენდ Adidas-ის კამპანიები გამოირჩევა.