26 წლის მიმზიდველი მოდელი ბრენდის DL1961-ის სახე გახდა. ემილი რატაკოვსკიმ ჯინსების სარეკლამო კამპანიაშიც კი სექსუალური და მაქსიმალურად მიმზიდველი იმიჯი წარმოაჩინა. ემილიმ კლასიკური ჯინსები, დიდი ზომის პერანგი და ჯინსის ქურთუკი მოირგო. ფოტოსესია ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში შედგა.