სელენა გომესი ჟურნალი InStyle-ის ახალი ნომრის გმირია. ჟურნალთან ინტერვიუში მომღერალმა ღიად ისაუბრა თუ რას გრძნობს მისი შეყვარებულის The Weeknd-ის მიმართ და რატომაა ბედნიერი მასთან ურთიერთობისას. ეს სასიამოვნოდ გასაოცარი ფაქტი იყო მომღერლის მხრიდან, რადგანაც ჟურნალისტებთან სელენა იშვიათად იხსნება.
სელენა გომესისა და The Weeknd-ის რომანს უკვე ნახევარი წელიწადი შეურულდა. წყვილის ურთიერთობა იდეალური ჩანს: ერთად მოგზაურობენ და სახლებიც კი ერთმანეთის მეზობლად აქვთ. სელენამ შეყვარებული უკვე დედასაც გააცნო.
„მე ძალიან ბედნიერი ვარ მასთან, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მაგრამ, ჩემი ბედნიერება მხოლოდ მასთან ურთიერთობით არ განისაზღვრება. ჩემთვის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარებაც უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებული ვარ რომ ჩემს შეყვარებულს ჩემზე საუკეთესო გავლენა აქვს. ადრე ადვილად ვექცეოდი სხვისი ცუდი გავლენის ქვეშ, რის გამოც თავდაჯერება მაკლდა. თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანის გამოჩენამ ყველაფერი არ უნდა შეცვალოს თქვენს შესახებ.“
მისი წინა რომანი ჯასტინ ბიბერთან სკანდალებითა და ღალატით ხასიათდებოდა. 2016 წლის თებერვალში სელენამ ურთიერთობას წერტილი დაუსვა: „კმარა, ძალიან დავიღალე. მე მასზე ვზრუნავ, თუმცა ასე გაგრძელება აღარ შემიძლია“-განაცხადა მაშინ.
სასიყვარულო ურთიერთობის გარდა, მომღერალმა სარეაბილიტაციო ცენტრში გამომჯობინებაზეც ისაუბრა.
„წინა წელს, ტური გადავდე და მთელი 90 დღით შესვენება ავიღე. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემ ცხოვრებაში. ამ პერიოდში ტელეფონიც კი არ მქონდა! ბევრი ვისწავლე, რაც მანამდე მანერვიულებდა, მასზე შფოთვა შევწყვიტე. ბოლოს კი ვთქვი: „კარგი, ახლა უკვე შემიძლია წინ წავიდე“.
მან ასევე აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში საკუთარ გარეგნობას დიდ დროს არ უთმობდა, ამიტომაც როცა ცენტრის დატოვების შემდეგ წითელ ხალიჩაზე მიიპატიჟეს, ძალიან ინერვიულა.
ახლახანს, სელენამ ბრენდისთვის Coach ჩანთების კოლექცია შექმნა.