ინსტაგრამმა ყველაზე ნახვადი Stories-ის მქონე ვარსკვლავები გამოავლინა, მოდის ინდუსტრიიდან. ყველაზე პოპულარული სახე ემილი რატაკოვსკი აღმოჩნდა.
სოციალურმა ქსელმა ეს ფუნქცია ერთი წლის წინ დაამატა. Instagram Stories გვაძლევს საშუალებას გამოვაქვეყნოთ ფოტო და ვიდეო, რომლებიც 24 საათის შემდეგ ქრება.
რეიტინგის ლიდერი 26 წლის მოდელი ემილი რატაკოვსკია, რომელიც ბევრ თამამ და შიშველ ფოტოს აქვეყნებს.
მეორე ადგილას მოდის ბლოგერი კიარა ფერრანია. შეიძლება ითქვას, რომ კიარას ცხოვრება ინტერნეტმა მთლიანად ამოატრიალა. თავისი ბლოგის წყალობით მან ჯერ მშობლიურ იტალიაში გაითქვა სახელი, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში. გოგონას ახლა ფეხსაცმლის ბრენდი აქვს - Chiara Ferragni და მოდის ჩვენებების სასურველი სტუმარია. ცოტა ხნის წინ, ფერრანი ინსტაგრამის ყველაზე მაღალანაზღაურებად ბლოგერთა ათეულში მოხვდა.
მესამე ადგილი Victoria's Secret-ის მოდელს ქენდის სვინპულს შეხვდა.
მეოთხე ადგილს 20 წლის მოდელი ჰეილი ბოლდუინი იკავებს.
რეიტინგის მეხუთე ადგილზე კარა დელევინია.
მეექვსე ადგილი: ადრიანა ლიმა.
დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი მეშვიდე ადგილას აღმოჩნდა.
მერვე ადგილს ავსტრალიელი მოდელი მირანდა ქერი იკავებს.
მეცხრე ადგილზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი ჯიჯი ჰადიდია.
მათ მოყვებიან
ბრენდები: „დიორი“
11. Dolce & Gabbana
12. კენდალ ჯენერი
13. ჟიზელ ბიუნდჰენი
14. Louis Vuitton
15. Christian Louboutin.