ცოტა ხნის წინ, კრიშტიანუ რონალდომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი 22 წლის შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი მისგან ბავშვს ელოდება. გოგონასთვის ეს პირველი შვილი იქნება, ცნობილი ფეხბურთელისთვის კი მეოთხე: ამ წლის ივნისში რონალდო ტყუპების მამა გახდა, მათ გარდა, 7 წლის კრიშტიანუ უმცროსი ჰყავს. ფეხბურთელს ყველა შვილი სუროგატი დედიგან ეყოლა.
ესპანური გამოცემისთვის Hola! ჯორჯინამ საკუთარი ცხოვრების წესზე ღიად პირველად ისაუბრა:
„მე ოჯახური ცხოვრების მოყვარული ადამიანი ვარ. მიყვარს ბავშვები, ბუნება და ცხოველები. მომწონს იმ ადამიანთა გარემოცვაში ყოფნა, რომლებიც ყოველდღიურად შთამაგონებენ, რომ გავხდე უკეთესი და დიდ ენერგიას მმატებენ.“
ფეხბურთელის შეყვარებულმა აღიარა, რომ საკუთარ ფიგურას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს:
„სპორტით ვკავდები და ბალანსირებულ დიეტას ვიცავ. ვცდილობ ორგანული საკვები მივიღო და რაციონიდან კალორიული პროდუქტები ამოვიღო. თუმცა, ჩემ დიეტას სათანადოდ მკაცრს ვერ დავარქმევ: ხანდახან საკუთარ თავს ტკბილეულით ვანებივრებ. სიამოვნების მიღების გარეშე ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა.“
ფიზიკური აქტივობებიდან ჯორჯინა უპირატესობას იოგას ანიჭებს. ბავშობაში, 15 წელი ბალეტით იყო დაკავებული და ლონდონის ცეკვის სამეფო აკადემიაშიც ჩააბარა:
„ჩემმა მასწავლებელმა ღირებული გაკვეთილი ჩამიტარა, მან ხელოვნების სიყვარული და დაფასება მასწავლა. შთამაგონა რომ დისციპლინირებული და ერთგული ვიყო და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა ამიხსნა.“
ჯორჯინა როდრიგესი ესპანურ პროვინციაში გაიზარდა. კრიშტიანუსთან შეხვედრამდე ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში მიმტანად მუშაობდა. ახლა თავს სამოდელო ბიზნესში ცდის.