Yves Saint Laurent-ის კრეატიულ დირექტორს ენტონი ვაკკარელოს ექსტრემალური შეგრძნებები ძალიან უყვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის გულშემატკივრებსა და კლიენტებს მსგავს პროდუქტს არ წარუდგენდა. ამ ბრენდმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ექსპერიმენტები უკვე საკმაოდ განავითარა: ამჟამად მოდის მოყვარული ქალბატონები ისეთი ფეხსაცმლით მოხიბლა, რომელსაც ქუსლებზე ბორბლები აქვს.
გორგოლაჭებიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სხვადასხვა სახის ტყავისგანაა დამზადებული და მრავალფეროვანი აპლიკაციებითაა გაფორმებული. როგორ უნდა ვიაროთ მსგავსი ფეხსაცმლით ჯერ უცნობია, თუმცა ვინ თქვა, რომ მოდას ექსტრემი არ უყვარს? თუ გსურთ მოსინჯოთ როგორია მასზე დგომა, 2600 დოლარი უნდა მოაგროვოთ და გაყიდვების დაწყებას დაელოდოთ.