ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჯასტინ ბიბერს თეთრი ფერის იდეალური გრძელი მაისური სურდა, ისეთი როგორიც მისივე თქმით, მაღაზიებში არ იყიდება. ერთ დღესაც, მომღერალმა სტილისტს, კარლ უელჩს უბრალო თეთრი მაისურების მოტანა დაავალა, კარლმა მასიური წარმოების სუპერმარკეტში XXXL ზომის ბევრი თეთრი მაისური შეიძინა, რათა ჯასტინს ის თავისებურად გადაეკეთებინა და მსოფლიო ტურზე ჩაეცვა.
შედეგმა მოლოდინს გადააჭაბა და კარლს შთაგონება მიეცა: მან ბიბერის ბიზნესს ახალი გამოწვევა დაუსახა. ახლა ისინი თეთრი მაისურების ხაზს უშვებენ გოგონებისა და ბიჭებისთვის.
მომღერალს მხარი დაუჭირეს მოდელებმა კაია გერბერმა და ჯოან სმოლსმა - მისი მაისურებით სარეკლამო კამპანიისთვის ფოტოები გადაიღეს. საიტზე xkarla.com ამ მაისურების ფასი 30 $-ია.