ბრუკლინ ბექჰემი მამისგან იღებს მაგალითს და ბოლო პერიოდში ტატუს სალონს ხშირად სტუმრობს. დევიდ ბექჰემს ტანზე უკვე 40-მდე ტატუ აქვს, ბრუკლინმა კი სხეულის მოხატვა ამ წელს დაიწყო. მარტის თვიდან მოყოლებული ბრუკლინი თვეში თითო ტატუს იმატებს. კომპასის, ფოტოაპარატისა და ინდოელის გამოსახულების შემდეგ, პოპულარულმა ბიჭმა ცნობილ მოდელს, კარა დელევინს მიბაძა.
მარცხენა ფეხზე მან Made in England(დამზადებულია ინგლისში) დაიწერა.
2013 წელს, მსგავსი წარწერა ფეხზე კარა დელევინმა გაიკეთა. შესაძლოა ეს ინგლისელების ერთგვარ საამაყო ტრენდადაც ყალიბდება.