როგორ ჩაიცმევს მოდის სამყარო ამ წლის სექტემბერში? უკანასკნელი მოდის ჩვენებების მიხედვით კრიტიკოსებმა შემოდგომის საუკეთესო ტრენდები ჩამოაყალიბეს, რომლებიც ამა თუ იმ კოლექციებში მრავალფეროვნად გამეორდა. წარმოგიდგენთ იმ სამოსს, რომლითაც შემოდგომის გარდერობი უნდა დაიტვირთოს:
#1 მოდური 40-იანები
ბევრი დიზაინერი შთააგონა ამ რომანტიულმა ეპოქამ. რეტრო პრინტები და ძველი ჰოლივუდის ექსტრავაგანტური სტილი გვხვდება ისეთ ბრენდებთან როგორებიც არიან: Bottega Veneta, Miu Miu, Coach და Max Mara.
#2 სხვადასხვა ბეწვის მანტო
Prada-მ, Fendi-მ და Roberto Cavalli-მ ამ ტრენდის ფართო განვითარება წარმოგვიდგინეს.
#3 სპორტული კოსტიუმი
სპორტული კოსტიუმები აქტიურად იმკვიდრებენ თავს საოფისე დრესკოდში. Bottega Veneta და Emilio Pucci სპორტულ კოსტიუმს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს უხამებს.
#4 კარდიგანი
საშემოდგომო კოლექციებში დიზაინერებმა ამ ტრენდის თავი ვერ აარიდეს, რადგანაც კარდიგანები მოდის მოყვარულებისთვის მოთხოვნადი სამოსია. მას შეუძლია ჩაანაცვლოს თხელი მანტოც.
#5 წითელი კოსტიუმი
მკაცრი კოსტიუმი ყოველთვის მიმზიდველი არჩევანია, ფერის მიუხედავადაც. თუმცა, დიზაინერები გვირჩევენ, რომ ამ სამოსის არჩევისას წითელ ფერს მივაქციოთ ყურადღება.
#6 მკაცრი სტილის ჟაკეტი
თუ წითელი თქვენი ფერია, ამ სტილის სამოსზე უარი მაინც არ უნდა თქვათ. მკაცრი კოსტიუმი ქალის სხეულს მეტ სექსუალურობასა და მიმზიდველობას სძენს.
#7 გრძელი შარვალი
გრძელი შარვლები საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც ვიზუალურად ფეხების დაგრძელება სურს. ამ არც ისე პრაქტიკულმა ნივთმა მოდის კვირეულების პოდიუმები დაიპყრო.
#8 მაღალწელიანი ფართო შარვლები
ეს ტრენდი მოდის სამყაროს მთელი თავისი დიდებულებით დაუბრუნდა. ის Diane von Furstenberg და Elie Saab თავიანთ მოდელებს აქტიურად მოარგეს.
#9 სიმაღლე მუხლსა და კოჭს შორის
ეს ტრენდი უკვე რამდენიმე სეზონია რაც პოპულარობას იხვეჭს.
#10 ნაკეცებიანი კაბა
ამგვარი ქვედაბოლოები განსაკუთრებული ქალურობისა და შარმის გამო გვხიბლავს.
#11 დიდი ზომის კაბა
ამგვარი კაბები მხოლოდ წვეულებებისთვის განკუთვნილი აღარაა. ბევრი ცნობილი და მასიური წარმოების ბრენდი წარმოგვიდგენს მათ ბოჰემურ თუ კლასიკურ სტილში.
#12 varsity
ეს სტილი 70-იანების ამერიკელი სტუდენტების სტილს ჰგავს. თვითონ სიტყვაც "უნივერსიტეტის" სახელწოდებიდან მოდის.
#13 მამაკაცის ქუდი
ჯიჯი ჰადიდი და კენდალ ჯენერი ქუჩაში რეგულარულად ატარებენ მსგავს აქსესუარს.
#14 ნაკლებად პრიალა წინდები
ფერადი წინდები შემოდგომის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია.
#15 ბოტფორდები
დემნა გვასალიას ინოვაციურმა ბოტფორდებმა უკვე მთელი მოდის ინდუსტრია დაიპყრო. მის უნივერსალურობას სხვა დიზაინერებიც გვიმტკიცებენ.