იტალიელი მოდელი ბიანკა ბალტი Dolce & Gabbana-სთან თანამშრომლობითაა ცნობილი და თავის ქორწილშიც სწორედ ამ ბრენდის კაბით მოგვევლინა. ბიანკა 3 წელია მეთ მაკროეს ხვდება. წყვილს უკვე საერთო შვილი მია ჰყავთ, რომელიც 2015 წელს დაიბადა. მოდელს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს გოგონა - 10 წლის მატილდა. ახლახანს ურთიერთობის ოფიციალური დადასტურება გადაწყვიტეს და ცერემონიალი იტალიურ სტილში, რანჩოზე ჩაატარეს. მეთიუსაც "დოლჩე და გაბანას" მიერ შეკერილი სამოსი ეცვა.
"საუკეთესო დღე ჩემ ცხოვრებაში"-დაწერა მოდელმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.