ყველას სურს რომ ქორწილის დღე დაუვიწყარი გახდეს, ზოგიერთი წყვილი კი ამისთვის არაორდინალურ ხერხებს მიმართავს. საბოლოოდ, მსგავსი გადაწყვეტილება ქორწილზე დამსწრე სტუმრებისთვისაც დაუვიწყარი ხდება.
#1 ჰაერში
ბელგიელმა ჯერანმა და კიპერსმა ქორწილი ისე მოაწყვეს, რომ მთელი ცხოვრება დამახსოვრებოდათ. ერთმანეთს თანხმობა ჰაერში ჩამოკიდებულ პლატფორმაზე განუცხადეს, საქორწინო კოცნა კი "ბანჯი ჯამფინგით" დააფიქსირეს. ამგვარ ქორწილებს კომპანია Marriage In The Sky ახორციელებს და დაახლოებით 35 000 დოლარი ჯდება.
#2 პატარძალი ყველაზე გრძელი შლეიფით
ჩინელმა გოგონამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა: მის საქორწილო კაბას 200 მეტრიანი შლეიფი მოყვებოდა. ქსოვილი 100 კილოგრამს იწონიდა და სტუმრებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, იმისთვის რომ გოგონა დანიშნულების ადგილამდე გაშლილი შლეიფით მისულიყო.
#3 100 000 ალისფერი ვარდი
ჩინელმა სიძემ მთელი წლის ხელფასი იმაში დახარჯა, რომ ქორწილში გამოყენებული მანქანები ვარდებით მოერთო. ვარდების რაოდენობამ სულ 99 999-ს მიაღწია. პატარძალს ეს ყვავილი განსაკუთრებით უყვარს, ამიტომაც მისი მომავალი ქმრის შრომა დაუფასებელი არ დარჩენილა.
#4 ქორწინება ზვიგენებთან ერთად
წყვილს ქორწილში სპეციალური წყლიქვეშა ჩაცმულობა ეცვა, გოგონას თეთრი, მამაკაცს შავი. ისინი დაქორწინდნენ გისოსებს მიღმა, როცა გარშემო ზვიგენები დაცურავდნენ.
#5 შიშვლები
როცა სამოსის ერთადერთი ელემენტი ფატა და საქორწინო ბეჭედია... მამაკაცისთვის კი შავი კლასიკური ქუდი.