ბელა ჰადიდს სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ტატუს გაკეთება არც ისე ხიბლავს, თუმცა ხანდახან ტანზე მცირე ზომის ნახატებს მაინც იკეთებს. ცოტა ხნის წინ, მოდელმა ნიუ-იორკში ვარსკვლავების ცნობილ ტატუ არტისტს Jon Boy-ს მიაკითხა, რომლის კლიენტები არიან კენდალ ჯენერი, ჰეილი ბოლდუინი, ზეინ მალიკი.. სპეციალისტმა ბელას მინიმალისტური ვარდი დაახატა.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სუპერმოდელმა Jon Boy-სთან ტატუ გაიკეთა. ამ წლის იანვარში არტისტთან ფეხზე ფრთები დაიხატა.