ალექსანდრ ვანგმა adidas Originals-თან თანამშრომლობით უკვე მოიგო ბევრი მოდის მოყვარულის გული. დიზაინერი სპორტული ბრენდის გიგანტთან ექსპერიმენტების ჩატარებას აგრძელებს, თუ წინა კოლექცია სატვირთო-სამგზავრო მანქანებში გაიყიდა, ახლის შესაძენად სპეციალური ნომრისთვის ჩათში მიწერა გახდა საჭირო.
ეს კოლექცია უნისექსია: არცერთი ნივთი არ მიეკუთვნება კონკრეტულ სქესს. ამას კი ხაზს უსვამს ისიც, რომ მოდელებს სახეები დაფარული აქვთ. კოლექცია სავარაუდოდ ქუჩის სტილის ნამდვილი ჰიტი გახდება ახალ სეზონზე. ფოტოგრაფმა სხეულის ინტიმური ადგილების დასაფარად სოციალური ქსელებისთვის დამახასიათებელი დასაფარი ნიშნები გამოიყენა, რომელზეც "ადიდასის" ლოგო გამოსახა.
"ვიდეორგოლის კონცეფცია ფილმმა "შეშლილმა მაქსმა" შთამაგონა. ისინი უდაბნოს საოცარ ბუღში ერთსა და იმავე დანიშნულების ადგილას მიემართებიან, ტემპი კი საოცრად გიჟური აქვთ. მომეწონა იდეა და აი ჩემი შთაგონებაც."-განაცხადა დიზაინერმა.