კრისტინა ორბაკაიტესა და ვლადიმირ პრესნიაკოვის შვილმა, ნიკიტამ ცოლი მოიყვანა: ალიონა კრასნოვა. ალა პუგაჩოვას შვილიშვილი 26 წლისაა, მისი რჩეული ლამაზმანი კი 20 წლის. ქორწილის ცერემონიალს 200 სტუმარი ესწრებოდა.
წყვილი 2014 წლიდან ხვდება ერთმანეთს. ნიკიტამ ალიონას ცოლობა ამ წლის 8 მარტს სთხოვა. მენდელსონის მარშის მაგივრად, პატარძალმა ხალიჩაზე როკ-კომპოზიციის თანხლებით გაიარა.
ქორწილში პატარძალმა ტანისამოსი სამჯერ გამოიცვალა და ყოველ ჯერზე შთამბეჭდავი იმიჯით გააოცა დამსწრე სტუმრები. მთავარი მდიდრული კაბა, ღია მხრებით, რუსი დიზაინერის მიერ იყო შექმნილი და ქვედაბოლოს შლეიფი ამშვენებდა. სიძემ კი მუქი ნაცრისფერი ფერის კოსტიუმი არჩია. მეჯვარეებიც ნაცრისფერ კაბებში იყვნენ გამოწყობილნი.