ლეონარდო დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდის, The Leonardo DiCaprio Foundation-ის გალა-საღამო უკვე მეოთხედ გაიმართა სენ-ტროპეში. ამჯერადაც შეკრიბა მსახიობმა თავისი მეგობარი ვარსკვლავები, ბუნების დაცვის მხარდასაჭერად მას გვერდში ამოუდგა: ქეით უინსლეტი, მადონა, შონ პენი, ტობი მაგგუაერი....
საღამოზე მადონამ თავისი საუკეთესო ჰიტები შეასრულა. შემდეგ, სცენაზე ლენი კრავიცი ავიდა. საქველმოქმედო აუქციონის წყალობით, ფონდმა დედამიწის გადასარჩენად 30 მილიონი დოლარი მოაგროვა. გათამაშებული პრიზებიდან ყველაზე საინტერესო ლეონარდოსთან და ქეით უინსლეტთან ვახშამი აღმოჩნდა, რომელიც ამ შემოდგომაზე ნიუ-იორკში შედგება.
ღამით, დახურვის წვეულებაზე, ლეონარდო გოგონებთან ფლირტისას შენიშნეს.