საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი თავისი საქველმოქმედო ფონდის One-ის ფარგლებში ცნობილ ადამიანებს ხვდება, რათა სიღარიბის პრობლემები განიხილონ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ბრიჯიტთან U2-ს სოლისტი ბონო ჩავიდა. ახლა კი საფრანგეთის პირველმა ლედიმ რიანა მიიღო. მომღერალი პარიზს "ვალერიანის" პრემიერის შემდეგ ეწვია.
ელისეის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე რიანამ დიდი ზომის კოსტიუმი და კლასიკური სტილი არჩია. მაკრონმა კი უფრო მარტივ იმიჯს მიანიჭა უპირატესობა და ჯინსები და თეთრი პიჯაკი მოიხდინა.