ზაფხულში, როდესაც ყველაზე ძალიან ცხელა, ადამიანები მარტივ გზებს ეძებენ იმისთვის, რომ კომფორტული ტანისამოსი მოიგონ, ამასთანავე კარგად გამოიყურებოდნენ.
ერთ-ერთი მარტივი გამოსავალი თეთრი ტოპია, რომელიც თავდაპირველად საღამურებს აგონებდათ. თუმცა მაისური როგორ კი VOGUE-ის 1992 წლის იანვრის გარეკანზე გამოჩნდა, ის საზოგადოებამ სხვა კუთხით აღიქვა და მალე ძალიან მოდურიც გახდა.
ამას დაემატა Pepsi-ს რეკლამა, სადაც ქენდი ქროუფორდი ჯინსის შორტთან ერთად ატარებდა მას.
Vogue-ის 1993 წლის აპრილის ნომერი. ფოტოგრაფი არტურ ელგორტი.
ქენდი ქროუფორდი
როგორც ყოველთვის თეთრი ზედა წელსაც ძალიან ტრენდულია. მოდის კრიტიკოსები სუპერმოდელების საზაფხულო საიდუმლოს, რომ ისინი ყოველთვის სადად და მომხიბვლელად გამოიყურებიან, სწორედ თეთრ ტოპს უკავშირებენ.
არც ბელა ჰადიდი ყოფილა გამონაკლისი. მან მოდური ზედა თეთრ შარვალს შეუხამა.