დიორის სუნამოების შეუცვლელი და ლეგენდარული სახე, ნატალი პორტმანი მუდამ გვაოცებს ელეგანტური და საოცრად ქალური ფოტოსესიებით. ამჯერად, "დიორმა" ის ახალი სუნამოს Miss Dior Eau De Parfum-ის სარეკლამო კამპანიაში გადაიღო. 36 წლის მსახიობი და ორი შვილის დედა ერთდროულად ნაზი და სექსუალური იმიჯით წარსდგა.
წინა სარეკლამო კამპანიების მსგავსად, ნატალის კაბა არ აცვია, მომხიბვლელ სამოსს უბრალოდ იკრავს ტანზე. ლამაზმანი თითქოს თავისი გამოხედვით გვეკითხება სარეკლამო კამპანიის სლოგანს: "და შენ რას გაიღებდი სიყვარულისთვის?" სუნამო ამ წლის მაისში გამოვიდა.
2015 -2014