ქეით მოსისა და გერმანელი გრაფის, ნიკოლაი ვონ ბისმარკის რომანი უკვე ორი წელია გრძელდება. წყვილი დიდი ხნის განმავლობაში არ ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ლამაზი სიყვარულის ისტორია დასრულდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, სუპერმოდელისა და არისტოკრატის გამოჩენამ ყველას საფუძვლიანად აფიქრებინა, რომ წყვილი დაინიშნა. ქეითს მარცხენა ხელის არათითზე ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა.
გრაფის მშობლები ქეითთან კავშირს არ ცნობენ, რადგანაც არ მოსწონთ ფაქტი, რომ მოდელი მამაკაცზე 13 წლით უფროსია. ისინი ფიქრობენ რომ მოსს ცუდი გავლენა აქვს ბისმარკზე. მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა, მამაკაცი ქეითთან სერიოზულ ურთიერთობას მაინც განაგრძობს და სავარაუდოდ ქორწინებასაც აპირებს. მოდელს წინა ქორწინებიდან 14 წლის შვილი ლილი ჰყავს.