ბევრს საუბრობენ სინდი კროუფორდის ქალიშვილის, კაია გერბერის სილამაზესა და მიმზიდველობაზე, თუმცა მას არც სუპერმოდელის მეორე შვილი, პრესლი გერბერი ჩამოუვარდება. ბიჭი უკვე 18 წლისაა და მისი სამოდელო კარიერა მწვერვალებს აღწევს. ცოტა ხნის წინ, Balmain-ის სარეკლამო კამპანიასა და პრომორგოლში მიიღო მონაწილეობა საშა ლუისთან ერთად.
რამდენიმე დღეა, რაც პრესლის ერთბაშად 50 000 გამომწერი მოემატა - მიზეზი უკანასკნელი ფოტოსესიაა, სადაც მას მამას, ყოფილ მოდელს რენდი გერბერს ადარებენ.
მსოფლიო მის გარეგნობას აქტიურად განიხილავს: პრესლის დედისგან და მამისგან სილამაზე და შარმი გაერთიანებულად გადაეცა: სინდისგან ცნობილი ხალი და მახვილი მზერა ერგო, რენდისგან კი გამოკვეთილი ყვრიმალები და ათლეტური აღნაგობა.
მოკლედ, და-ძმა გერბერები სამოდელო კარიერას წარმატებით ავითარებენ და როგორც თანამედროვე ცნობილი დედმამიშვილი დებ ჰადიდებსაც კი ღირსეულ კონკურენციას უწევენ.