5 დატვირთული დღე და 9 საოცრად დახვეწილი სამოსი - კემბრიჯის ჰერცოგინიას მოდურმა ტურმა პოლონეთსა და გერმანიაში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქეითის გარდერობი სამეფო ოჯახს რამდენიმე ათასი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა: "ყოველი მისი ჩაცმულობა ღრმად გააზრებული და დეტალურად მოფიქრებული იყო. მისმა სტილისტებმა გაითვალისწინეს ქვეყნის პროტოკოლი, სხვა ქვეყნის კულტურის მიმართ პატივისცემა და შარმის წარმოჩენა" - წერენ კრიტიკოსები.
პირველი დღე
#1
პალტოს სტილის კაბა: Alexander McQueen (£1185)
კლატჩი: Jenny Packham (около £800)
სამკაული: G. Collins & Sons (£1800)
ფეხსაცმელი: Gianvito Rossi (£ 470)
არავის გაუკვირდა ქეითის არჩევანი პირველი შთაბეჭდილებისთვის. ბრენდმა კაბა სპეციალურად მისთვის გადააკეთა. საყურეები ჰერცოგინიამ წითელი ფერის არჩია, პოლონეთის დროშის ფერებში.
#2
კაბა: Gosia Baczynska (£1310)
ფეხსაცმელები: Gianvito Rossi (£690)
საყურეები: Balenciaga (£670)
კლატჩი: Prada (£360)
საღამოს ქეითი პოლონეთის ელჩის საპატიო სტუმარი იყო, რისთვისაც მან პოლონელი დიზაინერის სამოსი არჩია. კაბა საკმაოდ ორიგინალური სტილის იყო: თითქმის მოშიშვლებული მხრებით, შავი აპლიკაციებით, თამამი ლიფის ფორმით.
მეორე დღე
ფეხსაცმელები: Stuart Weitzman (£308)
კლატჩი: Etui Bags (£60)
საათი: Cartier (£4235)
ტოპი და ქვედაბოლო: Erdem (]£680)
მეორე დღეს, ქეითს და პრინც ემოციური დღე ჰქონდათ. ისინი საკონცენტრაციო ბანაკს და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს ესტუმრნენ. სეირნობისთვის ჰერცოგინიამ ყვავილოვანი კომპლექტი არჩია.
მესამე დღე
#1
პალტოს სტილის კაბა: Catherine Walker&Co
ფეხსაცმელები: Gianvito Rossi (£ 470)
საყურეები: Kiki McDonough (£2916)
კლატჩი: Jimmy Choo (£530)
მესამე დღეს, სამეფო ოჯახი პოლონეთის აეროპორტში სრული შემადგენლობით გამოჩნდა. რადგანაც, რამდენიმე საათში გერმანიას ესტუმრებოდა, სტილისტებმა გერმანული კულტურისთვის შესაფერისი დიზაინი შეურჩიეს: ქეითს ლურჯი ყვავილის, Knapweeds-ის ტონალობის კაბა ემოსა, რომელიც გერმანიის ნაციონალური სიმბოლოა.
#2
კაბა: Alexander McQueen (£1453)
ფეხსაცმელი: Prada (£470)
საყურეები: Simone Rocha (£160)
საღამოს, ბრიტანეთის ელჩის მიწვევით გერმანიაში დედოფლის დაბადების დღეზე გაემგზავრნენ. ამჯერად, თავისუფალი სტილის კაბას მიანიჭა უპირატესობა. შიფონის კაბა გერმანიის დროშის ერთ-ერთ ფერში იყო გადაწყვეტილი.
მეოთხე დღე
#1
კაბა: Jenny Packham
საყურეები: Oscar de la Renta (£145)
კლატჩი: Russell&Bromley (£165)
ფეხსაცმელები: Monsoon (£45)
დილით, ქეითმა და პრინცმა სტუდენტურ ქალაქში გაისეირნეს. ქალაქში სიარულისთვის ქეითმა მოხერხებული, პლატფორმის ძირიანი ფეხსაცმელი არჩია.
#2
ტოპი: Hugo Boss
ჯინსი: Zara (£40)
კედები: Superga (£52)
სათვალე: Ray Ban
საათი: Cartier (£4235)
დღის მეორე ნახევარში, ნიჩბოსანთა შეჯიბრზე დაპატიჟეს. რადგანაც ცოლ-ქმარი ამ სპორტს აღმერთებს, ქეითმა მოხერხებული სამოსი არჩია, მათ შორის "ზარა".
#3
კაბა: Marcus Lupfer (£600)
ფეხსაცმელი: Prada (£470)
სამაჯური: პრინცესა დაიანას კოლექციიდან
საღამოს, საკონცერტო დარბაზს ესტუმრნენ. კაბის პრინტად ჩიტის ფორმა იკვეთებოდა, რომელიც ქვეყნის ნაციონალურ გერბზე შეინიშნება.
მეხუთე დღე
კაბა: Emilia Wickstead
კლატჩი: Anya Hindmarch (£300)
ფეხსაცმელები: Gianvito Rossi (£470)
ქეითი ტურის უკანასკნელ დღესაც მიმზიდველი სტილით გამოჩნდა. წყვილი ჰამბურგში, მუზეუმს ეწვია.