შანელის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია პოდიუმზე უკვე ვიხილეთ, ახლა კი კარლ ლაგერფელდმა თავისი ორი მთავარი მუზა, კარა დელევინი და ლილი როუზ დეპი ორიგინილურ სარეკლამო კამპანიაში გადაიღო. ერთმანეთთან ჩახუტებული მოდელები საკმაოდ ორგანულად გამოყურებიან. კოლექციაში რეტროს ელემენტები ჭარბობს და ქუჩის მოდის დეტალებს წარმოაჩენს. ლილი როუზ დეპმა შიშველ სხეულზე ტვიდის კოსტიუმი მოირგო, კარა დელევინმა კი მასშტაბური აქსესუარები.
მოდელების დუეტი უკვე ბრენდის სარეკლამო კამპანიების ისტორიაში საუკეთესო და ყველაზე წარმატებულ დუეტად დაასახელეს. ამასთან, ამ ორ გოგონას ახლა მთელი მსოფლიო აქტიურად განიხილავს. ორივე მათგანი პოდიუმთან ერთად კინოინდუსტრიასაც იპყრობს.