თქვენ ალბათ სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი Instagram-ში ხშირად აწყდებით ულამაზესი ვარდისფერი ფრინველის ფოტოებს.
ფლამინგო გავრცელებულია სამხრეთ–დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ–დასავლეთ აზიაში, აფრიკაში, ასევე ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში.
თავდაპირველად მასთან მოგზაურმა ბლოგერმა ანამ, რომლის Instagram-ის გამომწერების რიცხვი 146 ათასს შეადგენს, გადაიღო სელფი და განათავსა საკუთარ გვერდზე. საზოგადოებამ ის მალე აიტაცა.
ამის შემდეგ უამრავი ადამიანი ესტუმრა ფლამინგოების სანაპიროს, რომელიც რენარუბას კერძო კუნძულზე მდებარეობს.
ვარდისფერი ფრინველი მალე Instagram-ის ვარსკვლავი გახდა.
ხოლო მათ, ვინც კუნძულის მონახულება ვერ შეძლეს, შეიძინეს წყლის გასაბერი ფლამინგო და ასე გამოეხმაურნენ გავრცელებულ ტრენდს.
ერთი შეხედვით, ვირუსივით მოდებული ტენდენციის, ექსკლუზიური ფოტოების, გამომწერებისა და ბევრი მოწონების უკან, ადამიანების სიყვარული ფრინველების მიმართ აშკარაა, რომელიც უფრო მეტია ვიდრე ტრენდი.