ბრენდის Iconique-ის დამაარსებელმა თამუნა წიკლაურმა და მისმა ყოფილმა თანამფლობელმა ქეთი მესხმა ახალი საერთო პროექტი Simplify შექმნეს. პირველი კოლექცია, რომელიც 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონს ეძღვნება, ბრენდის სადებიუტო ლუქბუქში შევიდა. ტანისამოსი მოსკოვის შოურუმში განთავსდა.
"კლასიკა დროის მიღმა" - ასე ხასიათდება ახალი ბრენდის მთავარი ლოზუნგი: სამოსი, რომელიც მოდიდან არ გადადის და ყოველთვის ჩნდება ყველა ძვირფას და მნიშვნელოვან წვეულებაზე.