როგორც სჩანს, დევიდ ბექჰემის ტატუსადმი სიყვარული მის უფროს ვაჟს, ბრუკლინს გადაეცა. ახლა ისინი ერთი და იმავე ტატუს მხატვართან დადიან - ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ არტისტთან მარკ მაჰონისთან. უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში ბრუკლინი აქტიურად იმატებს ნახატ-ტატუებს და ამჯერად სალონს მამასთან ერთად მიაკითხა.
დევიდმა ოჯახთან დაკავშირებულ წარწერებს კიდევ ერთი შემატა: Dadda (მამიკო), ასე მიმართავს მისი პატარა ქალიშვილი ჰარპერი. ყოფილი ფეხბურთელის ტატუების უმრავლესობა ოჯახს ეძღვნება და ეს მას ყოველთვის აბედნიერებს. რაც შეეხება ბრუკლინს, მან ხელზე არწივის გამოსახულება გადაიტანა.
დევიდი
ბრუკლინი
ბრუკლინ ბექჰემის ტატუები:
პირველი ტატუ აპრილში
მეორე ტატუ ფოტოგრაფიის სიყვარულს მიუძღვნა
მესამე - კომპასი