ათლეტების განსჯას არამარტო იმით ცდილობენ თუ რა აცვიათ, არამედ სად რას ატარებენ და რატომ. ცნობილი გამოცემის Sports Illustrated-ის მიერ მოწვეულმა სტილისტებმა, დიზაინერებმა და მოდის კრიტიკოსებმა მსოფლიოს ცნობილი სპორტსმენები შეისწავლეს და მათი საერთო დასკვნების მიხედვით ამ სფეროს ყველაზე მოდური მამაკაცები და ქალები გამოავლინეს. გთავაზობთ საუკეთესო თორმეტ კანდიდატს.
ტომ ბრედი
ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე
Super Bowl-ის ხუთგზის გამარჯვებული ხშირად ატარებს Tom Ford-ს წვეულებებსა და წითელ ხალიჩაზე და მის სუპერმოდელ ცოლს, ჟიზელ ბიუნდჰენს ამაყად უმშვენებს გვერდს.
კრიშტიანუ რონალდო
4 ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი დიზაინერობაშიც ცდის ბედს. რონალდომ აქტიური ცხოვრებისთვის საჭირო ულტრა თანამედროვე ხაზი გამოუშვა. ყველაზე მეტად მასზე ტყავის კოსტიუმი, მაისური და ჯინსი მოსწონთ.
მარია შარაპოვა
როცა სპორტულად არ აცვია, ჩოგბურთელი დახვეწილ სამოსსა და მუქ ფერებს ირჩევს. შარაპოვა ყოველთვის ადგილის შესაფერისად იცმევს და თითქოს სამოსი იმ ინსპირაციითა გაჯერებული, რომელ ქალაქშიც იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მარია წელს საერთაშორისო კორტებზე არ გამოსულა, ის მაინც ყველაზე მოდურთა ათეულში მოხვდა.
ანდრე იგუადალა
კალათბურთელი Golden State Warriors-ში
რატომ არის მოდა მნიშვნელოვანი: "რაში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად? სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ისევე როგორც თქვენი შექმნილი ოჯახით, თქვენი ჩაცმულობითაც საკუთარ თავს წარმოადგენთ. როგორი აღქმის მიღებაც გინდა საზოგადოებისგან, ისე უნდა დაანახო შენი თავი."-აცხადებს სპორტსმენი.
ლუის ჰამილტონი
Formula One-ის მძღოლი
ვინ არის მისი სტილის შთაგონება: "ბავშვობაში ჰიპ-ჰოპს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე. თუფაქი ჩემი საყვარელი არტისტია და მას საოცარი სტილი ჰქონდა. ახლა, საუკეთესო სტილით ჩემთვის ფარელ უილიამსი ხასიათდება. ის არ ფიქრობს გარშემომყოფთა აზრზე, მას აცვია ის რაც თავად მოსწონს. მე ამით ვარ მოხიბლული."
დუეინ ვადი
კალათბურთელი Chicago Bulls-ში
"ჩემი საყვარელი სამოსი სპორტული შარვლებია. კონკრეტულ ბრენდს არ ვატარებ, მთავარია ვიწრო შარვალი იყოს, რომელსაც ბოტასებზე მოვირგებ. რა თქმა უნდა, ძველმოდური არ უნდა იყოს."
ჰენრიკ ლუნდქვისტი
ყინულის ჰოკეი
"12 წელია ამ სპორტში ვარ და ბევრი რამ შეიცვალა. ყინულის ჰოკეი ძველი და ტრადიციული სკოლაა, როცა იქ მოვხვდი ძველი მოთამაშეები ჩემ ჩაცმულობას დასცინოდნენ - ვიწრო ჯინსებსა და კოსტიუმებს. ახლა ყველაფერი იცვლება, ახალგაზრდა ბიჭები მოდაზეც ზრუნავენ."
ლებრონ ჯეიმსი
კალათბურთელი Cleveland Cavaliers-ში
ამ სპორტსმენით ჟურნალის გარეკნებზე, თამაშის შემდეგ თუ წვეულებებზე - ყველგან იხიბლებიან. უზადო სტილის გამო "ყოვლისშემძლე ლებრონსაც" კი უწოდებენ.
როჯერ ფედერერი
35 წლის ჩემპიონი ჩოგბურთელი წლებთან ერთად უფრო და უფრო იხვეწება. მისი სტილი კორტების გარეთ საკმაოდ დახვეწილი და მიმზიდველია.
სერენა უილიამსი
"ვფიქრობ, ორსულობაში უფრო მოდური ვიქნები ვიდრე მანამდე. რადგანაც სათანადო სტილის ტარებას ვაპირებ"-აცხადებს ჩოგბურთელი.
ვიქტორ კრუზი
ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე
"მიყვარს ისე ჩაცმა, როგორც ჩემგან არ მოელიან. თითქოს შენ თვითონ აძლევ ხალხს ნებას განგსაჯონ".
მოდის მეფე:
რასელ ვესტბრუკი
კალათბურთელი Oklahoma City Thunder-ში
"ჩემთვის ყველაზე დიდი შთაგონება დედაჩემი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის ყიდვა არ შეეძლო, ყოველთვის ცდილობდა კარგად და მოდურად მცმოდა."-იხსენებს სპორტსმენი
"NBA-ში ის ყველაზე ექსცენტრიკულად და პროვოკაციულად იცმევს."-კრიტიკოსები