დემნა გვასალიას მეთაურობით, ცნობილი ფრანგული ბრენდი Balenciaga ყველაზე მოდურ სახლად ყალიბდება ჰორიზონტზე. მისი მსგავსი მრავალფეროვანი ხედვა მოდის ინდუსტრიაში უნიკალურად ითვლება. ქართველი დიზაინერის კოლექციებში ყველაზე მთავარი აქსესუარი ჩანთებია, მისი მეშვეობით ის ტანისამოსს უფრო მეტად მოდურს და ორიგინალურს ხდის. წარმოგიდგენთ ჩანთებს, რომლის მეშვეობითაც დემნამ მსოფლიო აღტაცებით აალაპარაკა.
#1 "ბაზრობის ჩანთა"
ყველაფერი სწორედ მისით დაიწყო. ამ სახის ჩანთები "ბალენსიაგას" კოლექციაში პოსტსაბჭოთა თემის გაგრძელება იყო, რომელიც დიზაინერმა ჯერ კიდევ Vetements-ში დაიწყო. გიგანტურმა ჩანთებმა ბაზრიდან მოდის პოდიუმებზე გადაინაცვლეს. უკვე არცერთი კოლექცია არ გამოდის ამ დიზაინის ჩანთის ახალი მოდელის გარეშე.
#2 დიასახლისის ჩანთა
Ikea Frakta-ს ჩანთების მსგავსი ჩანთა გამოსვლისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა. ცნობილი ქსელის ერთდოლარიანი ჩანთა დემნამ ტყავის დახვეწილ ძვირადღირებულ ჩანთად აქცია.
#3 ბრენდირებული საყიდლების პაკეტი Balenciaga-ს მაღაზიიდან
ტანისამოსის მაღაზიებს ქაღალდის პაკეტებით ვტოვებთ, თუმცა ამ ბრენდმა მისი მსგავსი მდიდრული ტყავის ჩანთები შემოგვთავაზა და 1100 დოლარად ყიდის.
#4 კლატჩი - ავტომობილის სარკე
ექსტრავაგანტური აქსესუარი, მანქანის სარკე, რომელსაც ჩანთის სახით ვატარებთ. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზია, კონკრეტულ ასოციაციებსაც იწვევს და იმ პერიოდს გვახსენებს, როცა მანქანის სარკეების მოპარვა ფართოდ გავრცელებულ ქმედებას წარმოადგენდა.
#5 კვლავ პაკეტი
ჩვეულებრივი ცელოფანის პაკეტების დიზაინიც დემნამ ტყავის მოდელებად აქცია. უახლესი ჩვენებისას ამ ნივთის მრავალფეროვანი ვარიაცია გვაჩვენა.