მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი წყვილის, მირანდა ქერისა და ევან შპიგელის ქორწინება მაისის ბოლოს შედგა, მთავარი კადრები სცენის მიღმა დარჩა. აღმოჩნდა, რომ ისინი ექსკლუზიურად Vogue-სთვის გადაიღეს, ამიტომაც მათი უმრავლესობა ჟურნალის აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდება. მხოლოდ რამდენიმე სურათმა შეძლო ინტერნეტში მოხვედრა და პატარძლის კაბის შეფასებაც უკვე თავისუფლად შეგვიძლია. აღსანიშნავია, რომ ის გრეის კელის ინსპირაციით შეიქმნა.
მდიდრული კაბა ბრენდმა "დიორმა" შექმნა: "ვფიქრობ ასეთი კაბა ყველა გოგონას ოცნებაა. მე ამაზე ლამაზ საქორწილო კაბას ვერც კი წარმოვიდგენდი. როცა პატარა ვიყავი, ბებია მეუბნებოდა: "მირანდა, მამაკაცი უბრალოდ ვიზუალია, მნიშნელოვანია ქალი გამოიყურებოდეს კარგად!"-იხსენებს სუპერმოდელი.
ქორწილი მათ ახალ სახლში შედგა და 50 კაცზე მეტი არ დასწრებია.