ბიონსემ ტყუპები ზუსტად ერთი თვის წინ გააჩინა. მიუხედავად ამისა, 35 წლის მომღერალი ფორმას უმოკლეს დროში დაუბრუნდა. სოციალურ ქსელში ჯერ ტყუპებთან ერთად გადაღებული ფოტოთი დაბრუნდა, შემდეგ კი მიმზიდველი იმიჯითაც დადო ფოტო, სადაც მასთან ერთად კადრში ჯეიზიც ჩანს. წყვილი რომანტიკულ პაემანზე შვილების გაჩენის შემდეგ, პირველად გავიდა.