მოდელების ცხოვრება პატარა ასაკიდან იმდენადაა გადატვირთული, რომ უნივერსიტეტში სწავლისთვის დრო არასდროს რჩებათ. თუმცა არსებობენ ისეთი სუპერმოდელები, რომლებმაც დიპლომის აღება მაინც მოასწრეს. წარმოგიდგენთ მათ, ვინც სტერეოტიპები დაამსხვრიეს:
#1 სინდი კროუფორდი
90-იანების ცნობილმა სუპერმოდელმა სკოლა უმაღლეს ქულებზე დაამთავრა და შტატ ილიონისის უნივერსიტეტში გრანტიც მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სემესტრის შემდეგ, სწავლის მიტოვება მოუწია, მოგვიანებით ინჟინერ-ქიმიკოსის პროფესია მაინც დამთავრა.
#2 ტაირა ბენქსი
ტაირაც პოპულარობის შემდეგ მიუბრუნდა სწავლას. მოდელმა ჰარვარდის სკოლაში დაამთავრა მენეჯმენტის ფაკულტეტი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული იყო, მან მისი ბოლომდე მიყვანა შეძლო და ახლა ჰარვარდში პირად კურსსაც ატარებს.
#3 კრისტი ტარლინგტონი
კარიერის პიკში კრისტიმ შესვენების აღება გადაწყვიტა, რათა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩაებარებინა. გოგონას რელიგიისა და აღმოსავლეთ ფილოსოფიის სფეროში აქვს დიპლომი დაცული.
#4 იმანი
ეგვიპტეში სკოლის წარმატებულად დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში პოლიტოლოგია შეისწავლა. ამასთან, იმანი პოლიგლოტია, მას 5 ენაზე შეუძლია საუბარი.
#5 ბრუკ შილდსი
მოდელმა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი პრინსტონი დაამთავრა. 1987 წელს კი ფრანგული ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხითაც დააჯილდოვეს.