დახვეწილი, ოდნავ უხეში, მაგრამ ამავდროულად ელეგანტური, ღია პასტელური ფერების სხვადასხვა კომბინაცია და ყველასგან გამორჩეული, ინდივიდუალური სამოსი. ასეთია თამუნა ინგოროყვას მიერ შექმნილი ტანსაცმელი, რომელიც ერთგვარი ტანდემია ყოველდღიური და ორიგინალური სტილისა. მისი ბრენდი აწარმოებს ტყავის კომბინიზონებს სხვადასხვა სეზონებისთვის, ასევე აქვს ფეხსაცმლების და საქორწინო კაბების საკუთარი ხაზი. თამუნა ინგოროყვამ საკუთარი ბრენდი 2002 წელს შექმნა და მას შემდეგ, მის მიერ შექმნილი დიზაინით უამრავი ცნობილი სახე სარგებლობს, არამარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
თამუნა ინგოროყვას დიზაინით შექმნილი ტანისამოსის აქტიური მომხმარებლები არიან, ისეთი ცნობილი სახეები როგორებიც არიან ედიტა ვილკევიჩი, ლინდა როდინი და Victoria`s Secret-ის სხვადასხვა მოდელები მათ შორის დოუცენ კრუზი. დოუცენ კრუზი თამუნა ინგოროყვას სამოსს არა მხოლოდ ყოველდღიურობაში არამედ მნიშვნელოვან პრემიერებზეც იცვამს.