1892 წელს ამერიკული "ვოგის" პირველი გარეკანი გამოვიდა, მას შემდეგ კი მასზე მხოლოდ და მხოლოდ 8 მამაკაცი მოხვდა. მიუხედავად მრავალწლიანი ისტორიისა, ყველაფერი 1992 წელს, რიჩარდ გირით დაიწყო, რომელიც თავის ცოლთან სინდი კროუფორდთან ერთად პოზირებდა. მეორე წყვილი კიმ კარდაშიანი და კენი უესტი აღმოჩნდნენ. ხოლო მესამე შეყვარებული წყვილი ახლახანს, ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი გახდნენ. დანარჩენი მამაკაცები გარეკანზე მსოფლიო სუპერმოდელებთან ან კოლეგებთან ერთად გამოჩნდნენ.
1992 წელი. რიჩარდ გირი და მისი უკვე ყოფილი ცოლი სინდი კროუფორდი
2000 წელი. ჯორჯ კლუნი და ჟიზელ ბიუნდჰენი
2008 წელი. ლებრონ ჯეიმსი და ჟიზელ ბიუნდჰენი
2012 წელი. მოცურავე რაიან ლოჰტე ჩოგბურთელ სერენა უილიამსთან და ფეხბურთელ ჰოუპ სოლოსთან ერთად.
2014 წელი. კიმ კარდაშიანისა და კეინი უესტის საქორწილო ფოტო
2016 წელი. ბენ სტილერი პენელოპა კრუზთან ერთად.
2016 წელი. ოლიმპიური ათლეტი ეშტონ იტონი ჯიჯი ჰადიდთან ერთად.
2017 წელი. ზეინ მალიკი თავის შეყვარებულთან ჯიჯი ჰადიდთან ერთად.