ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წყვილმა, სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა და მომღერალმა ზეინ მალიკმა "ვოგის" აგვისტოს ნომრის ყდა დაამშვენეს. მათ ჩაცმულობაზე ბრენდმა "გუჩიმ" იზრუნა. ყველაზე გავლენიან მოდის ჟურნალს ამ ქმედებით იმის გამოააშკარავებაც უნდოდა, რომ დღევანდელ მოდის სამყაროში გენდერული განსხვავება საბოლოოდ იმსხვრევა. ქალისა და მამაკაცის სამოსი უკვე აღარ ექვემდებარება გაყოფას, ამას ახალგაზრდა წყვილის დიალოგიც ამტკიცებს:
ჯიჯი: მე მუდამ შენს განყოფილებაში დავდივარ საყიდლებზე, ასე არაა?
ზეინი: მართალია. გახსოვს რამდენიმე დღის წინ შენი მაისური რომ ვითხოვე?
ჯიჯი: ანა სუის?
ზეინი: ჰო! ძალიან მომწონს და მიუხედავად იმისა, რომ ტანზე მეკვრის, მაინც არ ვთვლი რომ აუცილებლად გოგოსთვისაა შეკერილი.
ჯიჯი: არ აქვს მნიშვნელობა სქესს, გააჩნია რისი ტარების ხასიათზე ხარ იმ დღეს. სასიამოვნოცაა ექსპერიმენტები....
ამასთან, ჯიჯიმ "ვოგის" ცნობილ პროექტში მიიღო მონაწილეობა და 73 კითხვას ორიგინალურად გასცა პასუხი: