მოდის ბრენდის, "სტელა მაკარტნისა" და სპორტული ხაზის, "ადიდასის" საერთო შემოქმედებამ თანამედროვე და ნათელი კოლექცია შექმნა. მასში ყველაფერია აქტიური ცხოვრებისთვის: ყოველ დილას იოგითა და პილატესით დაკავებისთვის, კვირის ბოლოს კი მარათონში მონაწილეობისთვის. ამასთან ყველა аdidas by Stella McCartney-ს მოდელი გადამუშავებული მასალებისგან დამზადდა. ოკეანიდან შეგროვებული პლასტმასის ნარჩენები მიმზიდველ და კომფორტულ სამოსად იქცა. სარეკლამო კამპანიას ცნობილი მოდელი კარლი კლოსი წარმოგვიდგენს.