ჯიჯი ჰადიდი ახლა ლოს-ანჯელესში თავის შეყვარებულთან ზაინ მალიკთან ერთად ცხოვრობს. 22 წლის მოდელმა ქუჩებში გასეირნება და შოპინგი გადაწყვიტა და ქართველი დიზაინერის დევიდ კომას შარვალი მოირგო. ჯიჯის 90-იანების სტილის გამეორება იტაცებს და ამჯერადაც მსგავს მოდელზე გააკეთა არჩევანი - შარვალი კომას 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა და მისი ფასი 1700 ფუნტი სტერლინგია: "მიყვარს აქ ჩამოსვლა და შეყვარებულთან ერთად დროის გატარება. ამ დროს ვისვენებ, რადგანაც საყვარელი საქმიანობით, ხელოვნებითა და მზარეულობით ვკავდები"-აცხადებს გოგონა.