ნატაშა პოლი 32 წლის გახდა! შესანიშნავმა სუპერმოდელმა როგორც წითელ ხალიჩაზე, ისე მოდის ჟურნალების გარეკნებზე დაგვამახსოვრა თავი. "ვოგის" 52 გარეკანი - ეს მოდელისთვის მართლაც სერიოზული მიღწევაა. ამას გარდა, სარეკლამო კონტრაქტები აქვს ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან Prada, Gucci, Roberto Cavalli, Jimmy Choo, Jil Sander, Givenchy, Nina Ricci და Balmain. მონაწილეობას იღებს ბრენდების ჩვენებებში: Chanel, Jean Paul Gaultier და Valentino. ალექსანდრ მაქქუინისთვის კი ის ერთ-ერთი საყვარელი მოდელია. ყველაფერს კი საკუთარ ამბიციურობასა და მიზანდასახულობას უნდა უმადლოდეს და არა შემთხვევითობასა თუ ნაცნობობას.
ინჟინერისა და პოლიციელის ოჯახში დაბადებულმა ნატაშამ 15 წლიდან დაიწყო ადგილობრივ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობა. ცოტა ხანში, გარისკა და მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ კონკურსზე გაემგზავრა, სადაც მეორე ადგილი მოიპოვა. რაც მთავარია, გოგონა შეამჩნიეს!
18 წლის ასაკში კი იტალიურ სააგენტოსთან მოაწერა ხელი და მილანში გაემგზავრა. რუსული გვარი პალევშიკოვა პოლით გადაიკეთა. იმავე სეზონზე 54 შოუში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ცნობილ ბრენდებშიც. მისი წარმატება საოცარი სისწრაფით განვითარდა და დღეს, ნატაშა პოლი მსოლფიოს ლეგენდარულ მოდელთა სიაში 30 წარმომადგენელს შორისაა. ბედნიერი ცოლი 3 წლის გოგონას ზრდის.
წარმოგიდგენთ სუპერმოდელის საუკეთესო "ვოგის" გარეკნებსა და პროფესიონალურ ფოტოსესიებს.
#10
#9
#8
#7
#6
#5
#4
#3
#2
#1