ცოტა ხნის წინ, ადრიანა ლიმა "საკუთარ თავზე დაინიშნა". მოდელმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ნიშნობის ბეჭედი ეკეთა და განაცხადა, რომ საკუთარ თავთან ქორწინებაში მარტო იმყოფებოდა. ვრცელდებოდა ჭორები, რომ შესაძლოა ყოფილ ქმარს დაბრუნებოდა, თუმცა ადრიანას ახალი შეყვარებული ჰყავს: მწერალი თურქეთიდან. მეტინ ჰარამ დაადასტურა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალბატონს ხვდება.
"ჩვენ ერთმანეთი სტამბულში გავიცანით და თითქმის მაშინვე მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიზიდავდა."-ჰყვება მამაკაცი. წყვილი ამჟამად დროს ერთად ატარებს და თურქეთისა და საბერძნეთის გასწვრივ კრუიზში მოგზაურობა აქვთ გეგმაში.