Hainan Airlines-მა საკუთარი ბორტი მაღალი მოდის კოსტიუმებით გამოაწყო. მისი ბორტგამცილებლები მსოფლიომ "ცის ყველაზე მოდურ გოგონებად" დაასახელა. ახალი ეკიპაჟი საოცრად მიმზიდველად გამოიყურება, თითქოს 1930-იანი წლების "ვოგის" ჟურნალიდან რეალობაში გადმოსული გმირები არიან. მიზეზი კი მაღალი მოდის კოლექციაა. კომპანია საკითხს სერიოზულად მიუდგა და ფორმების შეკერვა ლორენს ჰიუს მიანდო, რომელიც წლებია პარიზის მოდის კვირეულზე გამოდის.
დიზაინერის ძირითადი შთაგონება ჩინური ტრადიციული კაბა ციპაო გახდა - მაღალყელიანი პერანგის სტილი კაბა, რომელიც 1920 წელს გათანამედროვდა. ის როგორც ნამდვილი კოლექცია ისე წარადგინეს პარიზის მოდის კვირეულზე.
აბრეშუმის ქსოვილზე მითიური ჩიტებია გამოსახული, როგორც თავისუფლების სიმბოლო. ბორტგამცილებლებს კაბაზე ამავე სტილის ჟაკეტი აქვთ მოცმული, თავზე კი 50-იანი წლების სტილის მდიდრული ქუდები ახურავთ.