პრინცი უილიამი საკუთარ ცოლს ძვირფასი აქსესუარებით ხშირად ანებივრებს. მისი საჩუქრები ან სამეფო ღირებულების, ანდაც სენტიმენტალური აზრის მატარებელია. ვნახოთ რა და რა შინაარსით მიუძღვნა პრინცმა კემბრიჯის ჰერცოგინიას.
#1 ვიქტორიანული ბეჭედი
სამკაული დამზადებულია მათი დაბადების თვის აღმნიშვნელი ქვებისგან: ძოწისა(ქეითი) და მარგალიტისგან(უილიამი). ის მას მათი ერთად ყოფნის შემდეგ ატარებს.
#2 ნიშნობის ბეჭედი
ქეითის ნიშნობის ბეჭედი პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა. ბრილიანტის 14 თვალს 12 კარატიანი საფირონი ამშვენებს. "მე და ქეითი მთელი ცხოვრების ერთად გატარებას ვაპირებთ, ასე რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ის დედას ბეჭედს ატარებს."-განაცხადა უილიამმა.
#3 ქორწინების ბეჭედი
ქეითის ქორწინების ბეჭედი უელსური ოქროსგანაა დამზადებული და სამეფო ოჯახს ეკუთვნის. ნიშნობის შემდეგ ბეჭედი უილიამს დედოფალმა ელიზაბეტმა გადასცა.
#4 საფირონისა და ბრილიანტის საყურეები
ქეითის საყურეები ნიშნობის ბეჭდის მსგავსია. ისიც პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა და უილიამმა ქეითს 2011 წელს აჩუქა.
#5 საშობაო საყურეები
ქეითს ეს საყურეები სამეფო ოჯახთან შობის პირველად გატარებისას ეკეთა.
#6 "კარტიეს" საათი
უილიამმა ქეითს ეს 6500$ ღირებულების საათი ქორწინების მესამე წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქა.
#7 ბრილიანტის ბეჭედი
პრინც ჯორჯის დაბადების შემდეგ, მის თითზე ნიშნობისა და ქორწინების ბეჭედთან ერთად მესამე მისტიური ბეჭედი გაჩნდა. უილიამმა ეს ბეჭედი ქეითს პატარა პრინცის გაჩენასთან დაკავშირებით უსახსოვრა.
#8 ამეთვისტოს საყურეები
ეს საჩუქარი კი უილიამმა ქეითს მეორე შვილის, შარლოტას დაბადების გამო უსახსოვრა.