ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ 7 ივლისს ქალაქ პალერმოში გამართულ Dolce & Gabbana-ს ცნობილი ხაზის Alta Moda-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. 21 წლის მოდელი პოდიუმზე ღია მწვანე, სადა კაბითა და უხვი აქსესუარებით დატვირთული ჩანთით წარსდგა.
თათია ახალაია სამოდელო სააგენტო IC Model Management-ის მოდელია. მისი პირველი სერიოზული წარმატება 2015 წელს Elit Model Look Georgia-ს კონკურსში გამარჯვება იყო. მას შემდეგ ქართველმა მოდელმა ისეთ პრესტიჟულ ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა მილანის მოდის კვირეული, სადაც თათიამ ცნობილი ბრენდების HERMES-ის, MIU-MIU-ს, Winonah-ს და სხვათა სამოსი მოირგო.
მოდელი თავის ინსტაგრამ გვერდზე შოუს მოსამზადებელი პერიოდის ამსახველ ფოტოებს გვიზიარებს