დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა იტალიის მშვენიერ ადგილებში მოგზაურობას განაგრძობენ თავისი ხაზის Alta Moda-ს ჩვენებების გასამართად. ამჯერად, დომენიკოს მშობლიური ქალაქი პალერმო არჩიეს: "პალერმო ჩემთვის მთელი ცხოვრებაა, მოგონებები, ოჯახი - დედა, მამა, ბებია, ბაბუა."-აცხადებს დიზაინერი.
ცნობილი შადრევნის, პიაცა პრეტორიას გარშემო, იტალიური ბრენდისთვის დამახასიათებელი სამოსი წარმოადგინეს - გამოკვეთილი ქალის სილუეტი, მაქმანები, ყვავილოვანი ქვედაბოლოები რელიგიური თემის ჩანახატებით, მასიური აქსესუარები, ოქროს გვირგვინები...