სუპერმოდელების ხსენებაზე ხშირად ისეთი სახელები გვახსენდება, როგორებიც არიან: კლაუდი შიფერი, ქეით მოსი, სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, ჰეიდი კლუმი, ჟიზელ ბიუნდჰენი და სხვ. თუმცა მათ შემდეგ სამოდელო ბიზნესში ბევრი გოგონა ჩნდება და ზოგიერთი მათგანი "სუპერმოდელობისკენ" თამამად მიდის. ახალგაზრდები, ლამაზები და წარმატებულები - ასეთები ხდებიან როგორც ლეგენდარული სუპერმოდელების, ასევე უცხო მშობლების შვილები.
#1 კაია გერბერი
სინდი კროუფორდის გოგონამ დედისგან ბევრი "ისესხა". სინდიმ კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, კაიას ბევრი არ უცდია და 10 წლიდან მოდელობის გრძელ, წარმატებულ გზას მიუყვება. ახლა 15 წლისაა და უკვე Marc Jacobs Beauty-ს სახე გახდა.
#2 ლოტი მოსი
ლოტი ქეით მოსის უმცროსი დაა. 13 წლის ასაკში ცნობილ სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი და მას შემდეგ ბევრ მოდის ჟურნალსა და ჩვენებაში ხვდება. ყველა ხვდება, რომ სამოდელო კარიერაში მას დიდი მომავალი უწერია.
#3 სოფია მეჩეტნერი
ახალგაზრდა "დიორის" სახე ისრაელიდანაა. ეს შემოთავაზება 14 წლის ასაკში მიიღო. სოფია არ თვლის რომ მოდა ახალგაზრდა გოგონების სექსუალურობის პროპაგანდაა, ის თვლის, რომ მოდა ხელოვნებაა.
#4 ონდრია ჰარდინი
ონდრია ყურადღებას ადრეული ასაკიდან მიეჩვია. 14 წლის იყო, როცა მარკ ჯეიკობსის ჩვენებაზე გამოვიდა, 15 წლის ასაკში ჩინურ "ვოგში" აღმოჩნდა, 16 წლის ასაკში კი კონტრაქტი "შანელმა" გაუფორმა. მას შემდეგ რაც ფრანგული ჟურნალის, "ნუმეროს" გმირი გახდა, მას "აფრიკის დედოფალი" უწოდეს.
#5 ლილი როუზ დეპი
ლილის წარმატება დაბადებიდან სდევს თან. ნათელი იყო, რომ ჯონი დეპისა და ვანესა პარადის შვილი ლამაზ ქალბატონად გაიზრდებოდა. 18 წლის ასაკში ფილმებში მონაწილეობასთან ერთად, კარლ ლაგერფელდის "მუზა" გახდა და "შანელის" ჩვენებების ახალი გმირია.
#6 ტილან ბლონდო
16 წლის ფრანგი მოდელი "ვოგში" ბავშვობაში მოხვდა. 10 წლის ასაკში "დიდი ქალივით" გამოაწყვეს, მაღალქუსლიანებითა და მაკიაჟით. კრიტიკამ ტილანი ვერ შეაჩერა და დღეს წარმატებული მოდელია.
#7 მონიკა ჯაგასიაკი
13 წლის ასაკში 600 მოდელს აჯობა "ჰერმესის" კამაპნიაში მონაწილეობისთვის. მას შემდეგ ყველა ქალაქის მოდის კვირეული მოიარა.