პარიზში, მოდის კვირეულის ფარგლებში, "ვოგის" წვეულება გაიმართა, რომელზეც სუპერმოდელებმა მიმზიდველი და სექსუალური იმიჯით მოიწონეს თავი. აღსანიშნავია, რომ სამმა მათგანმა, ემილი რატაკოვსკიმ, კენდალ ჯენერმა და კარლი კლოსმა ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას კაბები მოირგეს "მუგლერის" უკანასკნელი მომაჯადოვებელი კოლექციიდან. თავად დიზაინერმაც იამაყა მათი არჩევანით და ინსტაგრამ გვერდზე მათთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
კენდალ ჯენერი და კარლი კლოსი
კენდალ ჯენერი
კარლი კლოსი