რუსი ოლიგარქების შვილების, ლოლიტა ოსმანოვას და გასპარ ავდოლიანას ქორწილი წლის ყველაზე მდიდრული ქორწილების ღირსეული კანდიდატია. ხარჯებმა 10 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ქორწილი ლოს-ანჯელესის "დოლბის"თეატრში გაიმართა, იქ სადაც ყოველწლიურად "ოსკარის" ცერემონიალი ტარდება. მხოლოდ ყვავილების მორთულობაზე 500 000 $ დაიხარჯა.
22 წლის პატარძალს ცნობილი Zuhair Murad-ის კაბა ეცვა, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო გაწყობილი. საღამო ქსენია საბჩაკს მიჰყავდა. წყვილმა საკუთარ ქორწილზე ცნობილი მომღერალი ლედი გაგა მიიწვია.